ამერიკის შეერთებული შტატების იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების ორგანოს (ICE), რომელსაც მასობრივი დეპორტაციის შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების აღსრულება ევალება, ბიუჯეტის დეფიციტი ემუქრება. ამის გამო კი, 47-ე პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვა უწყებებიდან ფინანსების გადამისამართების საკითხზე მუშაობს – ინფორმაციას NBC News-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის, კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოსა (CISA) და სანაპირო დაცვისგან თანხების აღების შესაძლებლობას იკვლევს.
როგორც NBC News-ი წერს, ტრამპის ადმინისტრაციას უფლება აქვს, გადაანაწილოს კონგრესის მიერ ათვისებული თანხები შიდა უსაფრთხოების დაპარტამენტის ფარგლებში (DHS) ერთი სააგენტოდან მეორეზე, თუმცა თეთრმა სახლმა ასეთი ქმედებების შესახებ კონგრესს უნდა აცნობოს, რადგან ფინანსური სახსრების გადარიცხვის მასშტაბები შეზღუდულია.