ანალიტიკურ პროექტ DeepState-ის ანგარიშის თანახმად, იანვარში რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიის 325 კვადრატული კილომეტრი დაიპყრეს

იანვარში რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიის 325 კვადრატული კილომეტრი დაიპყრეს. ამის შესახებ ანალიტიკური პროექტის, DeepState-ის მოხსენებაშია ნათქვამი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსი დამპყრობლები აგრძელებენ აქტიური შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ბევრ უბანზე, მაგრამ თითქმის ყველგან უკრაინის თავდაცვის ძალები ახერხებენ შეტევის ტემპის შენელებას.

უკრაინული მედია წერს, რომ, გამოქვეყნებული ინფოგრაფიკის თანახმად, 2024 წლის დეკემბერში, რუსმა სამხედროებმა დაიპყრეს 394 კვ.კმ, ნოემბერში – 730 კვ.კმ, ოქტომბერში – 503 კვ.კმ.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ საპასუხო ზომებს მიიღებენ, თუ დონალდ ტრამპი ევროპული იმპორტის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას გადაწყვეტს

საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის მუზეუმის აღდგენისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართა