არსებული ტექნოლოგიური მსოფლიო წესრიგი საფრთხის ქვეშ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ჩინურმა სტარტაპ DeepSeek-მა ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალი ბოტი წარადგინა, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად კონკურენცია გაუწიოს ამერიკულ განვითარებებს და გარკვეულწილად აჯობოს კიდეც მათ – ამის შესახებ Reuters წერს.
კომპანიამ გლობალური AI-საზოგადოების ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც დეკემბერში DeepSeek-V3-ის სწავლების ღირებულება გახდა ცნობილი. კერძოდ, Nvidia H800-ის ჩიპებზე დაფუძნებული გამოთვლითი სიმძლავრის ღირებულება მხოლოდ 5,58 მლნ დოლარს შეადგენს.
ამასთან, 27 იანვარს DeepSeek-ის AI-ასისტენტმა თავის კონკურენტ ChatGPT-ს გადაუსწრო და აშშ-ში Apple-ის App Store-ზე ჩამოტვირთვებით ნომერ პირველი უფასო აპლიკაცია გახდა. ამან ეჭვქვეშ დააყენა ხელოვნურ ინტელექტში ზოგიერთი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის მილიარდობით დოლარის ინვესტიცია, რამაც რამდენიმე ძირითადი ტექნოლოგიური მოთამაშის, მათ შორის, Nvidia-ს აქციების დაცემა გამოიწვია.