“ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსთაველების აზრი…“ – “სკანდალური“ ქანდაკება აიღეს: რა გამოხმაურება მოჰყვა და ვინ არის “სამოთხის კარიბჭის“ ავტორი

ქა­ლაქ რუს­თავ­ში, მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ქუ­ჩა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ქან­და­კე­ბა, დად­გმი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში აი­ღეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუს­თა­ვის მერ­მა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც სკულპ­ტუ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა.

  • “მინ­და ვუ­თხრა ჩემს თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლებს, რომ ყვე­ლა პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც რუს­თავ­ში ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, მათ­თვის კეთ­დე­ბა და რად­გან ამ ქან­და­კე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია და ქან­და­კე­ბა ავი­ღოთ , – ამის შე­სა­ხებ რუს­თა­ვის მერ­მა ნინო ლა­ცა­ბი­ძემ რუს­თავ­ში დად­გმულ ქან­და­კე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­საც დღეს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლის კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

მისი თქმით, “ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა, რაც დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქან­და­კე­ბას მოჰ­ყვა, ცოტა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო“, რად­გან მო­ქან­და­კე­თა სიმ­პო­ზი­უ­მის ფარ­გლებ­ში შექ­მნი­ლი “ყვე­ლა ქან­და­კე­ბა რუს­თა­ვე­ლებს ნა­ნა­ხი ჰქონ­დათ“.

“არა­ერ­თხელ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ კონ­კრე­ტუ­ლად ამ ქან­და­კე­ბის ფო­ტოც და აქამ­დე, არა­ვი­თა­რი ნე­გა­ტი­ვი არ გა­მო­უწ­ვე­ვია.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქან­და­კე­ბა სა­ხე­ლოვ­ნე­ბო წრე­ებ­ში საკ­მა­ოდ ცნო­ბილ სკულპ­ტორს ეკუთ­ვნის, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რუს­თა­ვე­ლე­ბის აზრს და დად­გმულ ქან­და­კე­ბას ავი­ღებთ. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რუს­თა­ვე­ლე­ბის აზრი ყვე­ლა პრო­ექ­ტზე, რო­მელ­საც ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და რა თქმა უნდა, არც ეს შემ­თხვე­ვა არ იქ­ნე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სი”, – აღ­ნიშ­ნავს ნინო ლა­ცა­ბი­ძე.

მას შემ­დეგ, რას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქან­და­კე­ბის ფოტო გა­მოჩ­ნდა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ის გა­აკ­რი­ტი­კა. რო­გორც ისი­ნი წერ­დნენ, “სა­მო­თხის კა­რიბ­ჭე“ მათ­ში სხვა­დას­ხვა ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევ­და, იყო უხერ­ხუ­ლი შე­და­რე­ბე­ბიც.

  • რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჩი­ნე­ლი მო­ქან­და­კის ზაო ლეის მიერ შექ­მნი­ლი ძეგლი “პორ­ტა­ლი სა­მო­თხის კა­რიბ­ჭე“ მო­ქან­და­კე­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უ­მის ფარ­გლებ­ში დამ­ზად­და და გა­ი­მარ­ჯვა კი­დეც.

“2024 წელს რუს­თავ­ში მო­ქან­და­კე­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უ­მის ჩა­ტა­რე­ბის ტრა­დი­ცია აღ­დგა. სიმ­პო­ზი­უმ­ში 14 ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი სკულპ­ტო­რი იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ქან­და­კე­ბა სა­ხელ­წო­დე­ბით “პორ­ტა­ლი/ სა­მო­თხის კა­რიბ­ჭე”, შექ­მნი­ლია რუს­თა­ვის მო­ქან­და­კე­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უ­მის ფარ­გლებ­ში და მისი ავ­ტო­რია ჩი­ნე­ლი ხე­ლო­ვა­ნი ზაო ლეი.ზაო ლეი არის ჩი­ნე­ლი მო­ქან­და­კე, პე­კი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის წამ­ყვა­ნი პრო­ფე­სო­რი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი 50-ზე მეტ სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უმ­ში. არის რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი.

რუს­თა­ვის მო­ქან­და­კე­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უ­მის ფარ­გლებ­ში, ექ­სკლუ­ზი­უ­რად რუს­თა­ვის­თვის 14 ქან­და­კე­ბა შე­იქ­მნა და მათი გან­თავ­სე­ბა, ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა უბან­ში, ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს,“ – ავ­რცე­ლებს “მო­ქან­და­კე­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უ­მი.“

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.8373 ლარად ივაჭრება

ლუკა კურტანიძე შეყვარებულია და დაქორწინებას გეგმავს: ვინ არის მისი რჩეული – “ბედნიერები ვართ”