ლაგოდეხში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ლაგოდეხში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთ საათზე მეტია მსვლელობით დადიან ქალაქის ქუჩებში. ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ შეუერთდნენ საერთო პროტესტს ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მოთხოვნა უცვლელია, ვადამდელი არჩევნები და ევროპული კურსის დაბრუნება. ისინი საკრებულოს და მერიის შენობასთან გაჩერდნენ, საიდანაც საჯარო მოხელეებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.

პრემიერი – ისტერიკაშია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროში მივედი და 3 პოსტი მომიძღვნა ამის გამო, ეს მეტყველებს მის მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე, 4 პარასკევი აქვს დარჩენილი და ვერ თოკავს ემოციებს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8478 ლარი გახდა