ცესკო-ს სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს დაუდგენელი ნივთიერება შეასხა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილსა და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, დავით კირთაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სხდომაზე დავით კირთაძემ პროცედურასთან დაკავშირებით სიტყვა ითხოვა. რეგლამენტის ამოწურვის შემდეგ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მიკროფონი გაუთიშა, რასაც კამათი მოჰყვა.

ამის შემდეგ კირთაძემ კალანდარიშვილს ჭიქით დაუდგენელი ნივთიერება, სავარაუდოდ, საღებავი შეასხა.

ამ დროისთვის ცესკო-ს სხდომა შეჩერებულია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ტამიშში იმყოფება და აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს

თინა ბოკუჩავა – საზოგადოებამ იხილა ცესკო-ში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის პროტესტი გიორგი კალანდარიშვილის მიმართ, ის უკვე ფიზიკურადაც ატარებს შავ ლაქას, რომელსაც ვერასოდეს მოიშორებს