გერმანია ისრაელისა და მისი მხარდამჭერი ქვეყნების საელჩოებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს

გერმანია ისრაელისა და მისი მხარდამჭერი ქვეყნების საელჩოებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბილდი“ ავრცელებს.

გაფრთხილება ბერლინში კრიმინალური პოლიციის ფედერალურმა სააგენტომ გაავრცელა. საუბარია დაჯგუფება „ჰამასიდან“ მომდინარე საფრთხეზე. ტელეგრამარხებზე გავრცელებულ შემტყობინებებში არის მოწოდება „ალყაში მოაქციონ“ ისრაელისა და მისი მხარდამჭერი ქვეყნების საელჩოები.

ამასთან, სააგენტოს თქმით, მსგავსი მოწოდებები სოციალურ ქსელში ოქტომბრის ბოლოდან ვრცელდება.

„დასახელდა აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საელჩოები“, – აცხადებენ სააგენტოში.

ჯო ბაიდენი პერუში ჩავიდა, სადაც სი ძინპინს შეხვდება

კრემლის ცნობით, პუტინმა შოლცთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინასთან შესაძლო შეთანხმებები უნდა ითვალისწინებდეს რუსეთის ინტერესებს და ეფუძნებოდეს ახალ ტერიტორიულ რეალობას