უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 21 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 21 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„14 ნოემბრის ღამეს მტერმა კურსკის ოლქიდან 59 დრონი გაუშვა, მათგან 21-ის ჩამოგდება დადასტურდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დანარჩენი 38 რუსული დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონები სუმის, ხარკოვის, პოლტავისა და კიევის ოლქებში ჩამოაგდეს.

ჯარიმა 1000 და 3000 ლარი იქნება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა