მოქალაქეები მიწის ნაკვეთების უფასოდ რეგისტრაციას 2026 წლამდე შეძლებენ

სასოფლო-სამეურნეო მიწის სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის ვადა გახანგრძლივდა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის 1 ნოემბრის ბრძანებაშია აღნიშნული.

კერძოდ, უწყების გადაწყვეტილების პროგრამა დაგეგმილთან შედარებით 1 წლით მეტხანს გაგრძელდება და მოქალაქეები მიწების რეგისტრაციას მომავალ წელსაც შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების უფასო რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, პროცესი 2025 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დასრულებულიყო. მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრის დადგენილების თანახმად კი, სისტემური რეგისტრაცია 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, 2022-2024 წლებში სისტემური წესით 1.2 მილიონი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს 59 მუნიციპალიტეტში და ხორციელდება საქართველოს ყველა კონტროლირებად ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთისა.

უამინდობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7277 ლარად ივაჭრება