ჯო ბაიდენი პერუში ჩავიდა, სადაც სი ძინპინს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ლათინურ ამერიკაში ექვსდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პერუში ჩავიდა, – ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯო ბაიდენი, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება.

ჯო ბაიდენი, ვიზიტის ფარგლებში, ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18-19 ნოემბერსაა დაგეგმილი.

თეთრი სახლის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ბაიდენის ვიზიტი იქნება არსებითი და ის გამართავს მოლაპარაკებებს კლიმატის, გლობალურ ინფრასტრუქტურის, ნარკოტიკებთან ბრძოლის ძალისხმევასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან, სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სუკ იოლთან და იაპონიის პრემიერთან, შიგერუ იშიბასთან.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის შიდა გეგმა 10-პუნქტიანია და მას მომავალ კვირას წარვადგენთ

გერმანია ისრაელისა და მისი მხარდამჭერი ქვეყნების საელჩოებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს