ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია.

მთელი ღამის განმავლობაში ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. 05:30 საათზე პოლიციამ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც მათ ჭავჭავაძიდან მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს.

რამდენიმე საათში კი, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მას სამომავლო გეგმა არ გაუჟღერებია და აღნიშნა, რომ გეგმა სპონტანური იქნება.

საქართველოს 21-წლამდელთა ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

შსს – 18-19 ნოემბერს თსუ-ში არანაირი შტაბი არ ყოფილა განთავსებული – ეზოში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მას შემდეგ, რაც ცენტრალურ შესასვლელთან აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა