ხარებას” რაზმს სასტიკ ანგარიშსწორებაში პროევროპულ აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე ამხელს – ლევან ოდიშელიძე 29 ნოემბერის ღამეს დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ ის აქციაზე და დაკავების ავტომობილშიც სცემეს.
მისივე თქმით, გდდ-ს თანამშრომლებმა კეფის არეში ჩაარტყეს და შემდეგ ცხვირი გაუტეხეს.
ლევან ოდიშელიძე, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხა, მედიასთან ამბობს, რომ გამომძიებლებს უთხრა ისიც, რომ თავდამსხმელები ნიღბებში იყვნენ და მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ჰქონდათ:
ჩემი დაკავება 29 ნოემბერის ღამეს მოხდა – დარბევა, 23:45 წუთზე დაიწყო, ვიყავით პარლამენტის გვერდით და ამ მომენტში წამოვიდა სპეცრაზმი ყველა მხრიდან. მალევე დამიჭირეს, უკანა მხარეს ვიყავით, პირველ რიგში, კეფაში მომარტყეს, მხრით დამიჭირეს, რომ შემოვბრუნდი უკვე ცხვირში მომხვდა, ამ მომენტში გამიტყდა ცხვირი, მაგინებდნენ, პარლელურად გამჩრხრიკეს და გაჩხრიკვის შმედეგ წამიყვანეს პოლიციის მანქანასთან.
გზაშიც გრძლდებოდა ეს ყველაფერი. (მოძალადეები) იდენტიფირებულები არ არიან, თუმცა ნიღბებით იყვნენ მათ არ ქონდათ განმასხვავებელი ნიშნები და არც მახსოვს, ცხვირში მომხვდ და გამინათდა ყველაფერი – ლევან ოდიშელიძე.