შსს – ცესკო-ს მომართვის საფუძველზე, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცესკო-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ცესკო-მ 26 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, „ქართულმა ოცნებამ“ 53,93 პროცენტი მიიღო და 89 მანდატი მოიპოვა

დედაენის პარკში ექსტრემალური სპორტის ფესტივალი გაიხსნა