ფილადელფიაში სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანია დაღუპული

ფილადელფიაში სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე, შვიდი ადამიანია დაღუპული.

გარდაცვლილთა შორის არიან თვითმფრინავის ბორტზე მყოფი მექსიკის ექვსი მოქალაქე და ხმელეთზე მყოფი ერთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას ფილადელფიის მერი შერილ პარკერი და მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი ავრცელებენ.

როგორც ფილადელფიის მერმა აღნიშნა, მოქალაქე, რომელიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას დაიღუპა, თავის მანქანაში იმყოფებოდა, როდესაც ავიაკატასტროფა მოხდა. პარკერის ცნობით, ასევე დაშავებულია 19 ადამიანი.

როგორც, თავის მხრივ, მექსიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, მან საკონსულოს თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ექვსი მექსიკელის ოჯახების წევრების დახმარება სთხოვა.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის ოთხი წევრი, ერთი პაციენტი ბავშვი და მისი დედა იმყოფებოდნენ. ბავშვი სახლში, ტიხუანაში გადაჰყავდათ.

საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის მუზეუმის აღდგენისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელა თანახმაა, აშშ-ში არალეგალურად მყოფი ვენესუელელი მიგრანტები უკან მიიღოს და მათი ტრანსპორტირება უზრუნველყოს