ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება

ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება, – ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესებას ეხმაურება.

„აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ, ევროპული ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე ტარიფები დააწესოს, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ. ტარიფები გადასახადებია: ცუდია ბიზნესისთვის, უარესია მომხმარებლებისთვის. ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება – ეს მკაცრ და პროპორციულ საპასუხო ზომებს გამოიწვევს“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მისი თქმით, ევროკავშირი თავის ეკონომიკურ ინტერესებს დაიცავს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული ტარიფები ყველა ქვეყანას ეხება და ძალაში 12 მარტს შევა.

Financial Times – დონალდ ტრამპმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს ანტიკორუფციული კანონის აღსრულების შეჩერება უბრძანა, რომელიც ამერიკელებს უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლების მოსყიდვას უკრძალავს

ვაკისა და საბურთალოს ტერიტორიაზე ყველა აბონენტის გაზმომარაგება დღეს, დღის ბოლომდე დასრულდება – “თბილისი ენერჯი” მორიგ განცხადებას ავრცელებს