კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს უახლოეს პერიოდში საშობაო არდადეგებამდე დაასანქცირებს.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერის პოლიტიკას გააღრმავებს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიმართა შეხვედრა სენატორ შაჰინს და მომავალს სახელმწიფო მდივანს, სენატორ რუბიოს შორის. ჩვენ ვიცით, რომ სენატორი შაჰინი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი სანქცირების ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის. ასე რომ, მე მოლოდინი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში, საშობაო არდადეგებამდე ჩვენ ვნახავთ როგორც სანქციების ახალ პაკეტს, ასევე მაქვს სრული მოლოდინი, რომ ახალი ადმინისტრაცია გაგრძელებს და გააღრმავებს იმ პოლიტიკას, რომელსაც დღევანდელი ადმინისტრაცია აწარმოებს საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერის მიზნით, – ამბობს სამადაშვილი.
EU საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზოს შეჩერებას განიხილავს. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ დიპლომატიურ პასპორტს საქართველოს მთავრობა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებზე გასცემს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე 16 დეკემბერს იმსჯელებენ.