საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის მუზეუმის აღდგენისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთის მუზეუმის აღდგენისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო საღამოს დაესწრო, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები, მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილი 30 მხატვრის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

„როგორც ღმერთია მაარსებელი სიყვარულის, მიტევების, ურთიერთპატივისცემის, ისევე ხელოვნება, კულტურა არის პირველი ხიდი, პირველი წყარო ნდობის, სიყვარულის, ერთიანობის, ყველაზე სწორი გზა მშვიდობისა და ქვეყნის გაერთიანების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეში. ველოდებით უკუკავშირს აფხაზეთიდან, ჩვენი აფხაზი მხატვრების მხრიდან და მჯერა, რომ ჩვენი ხელოვანების ეს კეთილი ნაბიჯი იქნება ხელშესახები“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

საქველმოქმედო გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ეროვნული მუზეუმისთვის, რომლის შენობაც გასულ წელს დაიწვა, ფონდის შესავსებად გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შეთავაზება, გადაცემა.

ანალიტიკურ პროექტ DeepState-ის ანგარიშის თანახმად, იანვარში რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიის 325 კვადრატული კილომეტრი დაიპყრეს

ფილადელფიაში სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანია დაღუპული