რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, 188 დრონი გაუშვეს – უკრაინელებმა 76 დრონი ჩამოაგდეს

რუსებმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, 188 დრონი გაუშვეს, უკრაინელებმა 76 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსული ძალების მიერ გაშვებული 95 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 5 დრონი კი ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა.

„26 ნოემბრის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. თავდასხმის დროს მტერმა რეკორდული რაოდენობის დრონები გაუშვა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, კერძო სახლები და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.

სასამართლომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევის ბრალდებით აღძრული საქმე დახურა

გერმანია უკრაინას IRIS-T-ის ტიპის კიდევ ორ საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს