რუსთავის თეატრში კომედიის მეათე თეატრალური ფესტივალი გაიხსნა – პროგრამა 11 თეატრის წარმოდგენებს მოიცავს

რუსთავის თეატრში კომედიის მეათე თეატრალური ფესტივალი გაიხსნა, პროგრამა 11 თეატრის წარმოდგენებს მოიცავს. ფესტივალის ხასიათი დაარსების დღიდან უცვლელია და რეპერტუარი მხოლოდ კომედიური ჟანრის სპექტაკლებს აერთიანებს.

ჩატარდება კონკურსი ახალგაზრდა რეჟისორებისთვის, რომელშიც მონაწილეობა სტუდენტ და მაგისტრანტ რეჟისორებს შეეძლებათ. მათ უნდა წარადგინონ ეპიზოდები კომედიური ჟანრის პიესებიდან ეტიუდების სახით.

კონკურსანტებს ჟიური შეაფასებს, გამარჯვებული კი, ფესტივალის დახურვის ღონისძიებაზე გამოვლინდება. ფესტივალი 24 ნოემბერს დაიხურება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა

ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი „მშვიდობისა და თანამშრომლობის ჩემპიონია“