როდის დაიწყებს ოპერირებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი

ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მიმართულებით, მთავრობა მიზნად სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მდგრადი, ეფექტური სატრანსპორტო კავშირების შექმნას ისახავს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებაში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, მომდევნო წლებში კიდევ მეტად გააქტიურდება საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების, მათ შორის, „შუა დერეფნის“ მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით მუშაობა. მისი თქმით, 2023 წელს ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ 701 442 TEU შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 47,0%-ით მეტია (477 094 TEU).

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება მუშაობა შავ ზღვაზე ბულგარეთთან და რუმინეთთან პირდაპირი საბორნე ხაზების დამატების და მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდის მიმართულებით.

ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის გზების მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

დმიტრო კულება ქართველებს – ამაყი ერი ხართ, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ – არ მისცეთ უფლება მომავალი მოგპარონ