რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ეროვნული ბანკის მიერ 29 იანვარს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8784 ლარი, ხოლო ევროს კურსი 2.9941 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8730 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.8710 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.0030 ლარად, გაყიდვა კი 2.9920 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8750 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.8700 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 3.0000 ლარად, ხოლო გაყიდვა – 2.9900 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.8750 ლარად, გაყიდვა კი – 2.8700 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.0000 ლარად, გაყიდვას კი – 2.9850 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8750 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.8500 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.0000 ლარად, გაყიდვა კი 2.9500 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

ვინ მიიღებს 10 000 ლარს – დედაქალაქის სოციალური დაცვის ქვეპროგრამაში ცვლილები ამოქმედდა

„ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა