2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.4 მილიონს მიაღწია, რაც 5.4%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 5.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 9.0%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება ქვეყანაში შემოსვლის მიზანს, მონაცემების თანახმად, 2024 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი 51.9% განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის დანიშნულებით.უფრო კონკრეტულად:
- დასვენება, გართობა, რეკრეაცია – 3.351 მლნ (51.9%)
- მეგობრების/ნათესავების მონახულება – 1.470 მლნ (22.8%)
- ტრანზიტი სხვა ქვეყანაში გადასასვლელად – 831.5 ათასი (12.9%)
- პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა – 368.9 ათასი (5.7%)
- შოპინგი – 307.6 ათასი (4.8%)
- მკურნალობა, გაჯანსაღება – 24.6 ათასი (0.4%)
ამასთან, საქსტატის მიხედვით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში. კერძოდ:
კახეთი – 4.3%
თბილისი – 35%
აჭარა – 26.7%
მცხეთა-მთიანეთი – 10.7%
სამცხე-ჯავახეთი – 6.3%
იმერეთი – 5.8%
ქვემო ქართლი – 5.6%