

ეროვნული ბანკის მიერ 12 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7374 ლარი, ხოლო ევროს კურსი 2.9058 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7350-2.7400 ლარის ფარგლებში შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.7300-2.7340 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა 2.9000-2.9050 ლარის ფარგლებში, გაყიდვა კი 2.8850-2.8900 ლარად არის შესაძლებელი.ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7420 ლარის ფარგლებში, ხოლო გაყიდვას 2.7310 ლარის ფარგლებში შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 2.9090 ლარად; ხოლო გაყიდვა – 2.8750 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.7440 ლარად, გაყიდვა კი – 2.7300 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვა 2.9200 ლარად, გაყიდვა კი – 2.9000 ლარად არის შესაძლებელი.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.