მამუკა ხაზარაძე – ბიძინა და მისი რუსული რეჟიმი აგონიაშია, ყველას, ვინც ამ რეჟიმს ამაგრებს და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს ჩადის, უმკაცრესი პასუხი მოეთხოვება

ბიძინა და მისი რუსული რეჟიმი აგონიაშია. ყველას, ვინც ამ რეჟიმს ამაგრებს და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს ჩადის, უმკაცრესი პასუხი მოეთხოვება, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველოში თავისუფალი ადამიანების დევნა, სახლებში შევარდნა და ტერორი ვერ იმუშავებს.

„ბიძინა და მისი რუსული რეჟიმი აგონიაშია! რუსული და ბელარუსული სცენარი – თავისუფალი ადამიანების „ჩეკისტური“ დევნა, სახლებში შევარდნა და ტერორი საქართველოში არ და ვერ იმუშავებს! ქართველი ხალხის სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისათვის ვერ გააჩერებს და ვერ დაიმორჩილებს!

მალე დადგება ამ რეჟიმის გასამართლების დრო – რეჟიმის, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, უღალატა ქართველი ხალხის არჩევანს, ქვეყანა მოაქცია სრულ იზოლაციაში, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ბრძოლა იქნება ბოლომდე!

ყველას, ვინც ამ რეჟიმს ამაგრებს და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს ჩადის, უმკაცრესი პასუხი მოეთხოვება! მოღალატე რუსული რეჟიმი მალე დასრულდება! სიმტკიცით და ერთობით გავიმარჯვებთ!“ – წერს ხაზარაძე.

რუსეთის მიერ პოლტავისა და ხარკოვის დაბომბვას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

შსს – მოვუწოდებთ 2 თებერვლისთვის დაგეგმილი შეკრების მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონის საწინააღმდეგო ქმედებისაგან და პროტესტი გამოხატონ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში