მამუკა ხაზარაძე – ბიზნესსტრუქტურების მფლობელების დასანქცირება არ უნდა აისახოს კომპანიებში დასაქმებულებზე – ჩემი რჩევა ბიზნესმენებს: ნუ ჩაყვებით ბიძინას, ნუ ჩაიყოლებთ თქვენს თანამშრომლებს და ბიზნესპარტნიორებს

კონკრეტული ბიზნესსტრუქტურების ხელმძღვანელების და მფლობელების დასანქცირება არანაირად არ უნდა აისახოს იმ ხალხზე, ვინც დასაქმებულია ამ კომპანიებში – ჩემი რჩევა დასასანქცირებლად გამზადებულ ბიზნესმენებს: ნუ ჩაყვებით ბიძინას, ნუ ჩაიყოლებთ თქვენს თანამშრომლებს და ბიზნესპარტნიორებს ამ უბედურებაში,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე“ წერს.

ის ბიზნესმენების მიმართულებით ამბობს, რომ მათი დასანქცირება პირდაპირ ნიშნავს მათი კომპანიებისა და თანამშრომლებისთვის გამოუსწორებელ ზიანს.

„მათთვის, ვინც ჩემს გუშინდელ ინტერვიუს უყურა და სხვაგვარი ინტერპრეტირება გააკეთა – ვიყავი და ვიქნები ქართული ბიზნესის მხარდამჭერი, მასზე დგას ქვეყნის ბიუჯეტი, სტაბილურობა და სამუშაო ადგილები. კონკრეტული ბიზნესსტრუქტურების ხელმძღვანელების და მფლობელების დასანქცირება არანაირად არ უნდა აისახოს იმ ხალხზე, ვინც დასაქმებულია ამ კომპანიებში (ეს ვთქვი გუშინ).

ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

ალეკო ელისაშვილმა ალი ბაბაევის წინააღმდეგ პოლიციაში სარჩელი შეიტანა