ირაკლი ფავლენიშვილი – ამ ქვეყანაში პრობლემა არ გახლავთ კონკრეტული ადამიანების განცხადებები პროტესტის ფორმების შესახებ, ეს მეორეხარისხოვანია, პრიორიტეტული და მთავარი არის რეპრესიული პოლიტიკა

პრობლემა ამ ქვეყანაში არ გახლავთ კონკრეტული ადამიანების განცხადებები პროტესტის ფორმების შესახებ, ეს არის ყველაზე ნაკლები, რაც შეიძლება პრობლემური იყოს, დღეს პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლება ყოველდღე იღებს კანონებს, რათა თავისუფლებისმოყვარე და თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები დააკავოს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილის თქმით,  პრობლემა არის ის, რომ ჯგუფურ ძალადობაში არის დადანაშაულებული ხალხი, რომელიც ერთმანეთს არ იცნობს.

„უცხოეთში ადამიანი როგორ უყურებს პროტესტის მიმდინარეობას და რა ხედვა აქვს საქართველოში პროტესტთან დაკავშირებით, მართლა მეორე, მესამეხარისხოვანი საკითხია. პროტესტის ფორმების ისედაც ძალიან მდიდარი კულტურა გვაქვს და, მათ შორის, საქართველოში ბოლო თვეების მანძილზე საპროტესტო სამაგალითო ქმედებასაც ჰქონდა ადგილი, რომელიც შეიძლება სხვისთვის იყოს გადამდები. ამიტომ, ასეთი ქმედებები, ყველა ქვეყანაში რაც ხდება, მუდმივად შეიძლება, მოხდეს და შემდეგ ისაუბრონ ამის შესახებ. პრიორიტეტული და მთავარი არის ის რეპრესიული პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება აკეთებს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა ქართველ ფერმერებს, პროტესტის ნიშნად, სამთავრობო შენობებთან ნაკელის დაყრისკენ მოუწოდა.

დონალდ ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

„თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები