„თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა

„თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მანამდე „თბილისი მოლთან“ აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.

აქციაზე დაშავებული რამდენიმე პირი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილიდან გაიყვანა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დაშავებულებს შორის არის „ტვ პირველის“ ოპერატორი.

რა დაზიანებები აღენიშნებათ დაშავებულებს, ამ ეტაპზე უცნობია.

„თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები

ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-ისგან გადმოცემული 177 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებიდან უკრაინამ დაახლოებით 76 მილიარდი მიიღო