ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენს არმიას არ აქვს საკმარისი ძალა ზოგიერთი ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად, უნდა გამოვნახოთ დიპლომატიური გზა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პარტნიორების მხრიდან მისი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა არასაკმარისია და ნატო-ს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე მიიწვიოს კიევი ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებზე. ინფორმაციას Kyodo News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მათთან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ძნელია ძალით დაიბრუნონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ზოგიერთი ნაწილი, მათ შორის ყირიმი, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს განახორციელა.

„ჩვენს არმიას არ აქვს საკმარისი ძალა ამის გასაკეთებლად. ჩვენ უნდა გამოვნახოთ დიპლომატიური გადაწყვეტა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, ასეთი ნაბიჯები შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა დარწმუნებული იქნება, რომ საკმარისად ძლიერია და რუსეთი მის წინააღმდეგ ახალ აგრესიას ვეღარ განახორციელებს.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8478 ლარი გახდა

იენს სტოლტენბერგი – კიევმა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები, შესაძლოა, დროებით დათმოს