ვლადიმერ პუტინი ყაზახეთში ჩადის

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 27 ნოემბერს ყაზახეთს ეწვევა, – ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მურატ ნურტლეუმ ასტანაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რუსეთის პრეზიდენტის 27 ნოემბერს დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტი ყაზახეთში ძალიან მნიშვნელოვანია მრავალმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა მან.

თავის მხრივ, ლავროვმა აღნიშნა, რომ მხარეები „სერიოზულად ემზადებიან“ რუსეთის პრეზიდენტის 27 ნოემბერს დაგეგმილი ვიზიტისთვის.

დონალდ ტრამპმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების რუსეთში გაგზავნის საკითხი და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7300 ლარად ივაჭრება