„ენგურჰესმა“ მუშაობა შეაჩერა, აფხაზეთი სრულად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა – რუსული მედია

აფხაზეთის მთელ ტერიტორიას ელექტროენერგია არ მიეწოდება – ამის შესახებ TASS-ს „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახურში განუცხადეს.

„ენგურჰესმა“, რომელიც აფხაზეთს ამარაგებს, მუშაობა შეაჩერა. შუქი არ არის რესპუბლიკის მთელ [ტერიტორიაზე]“, – განუცხადეს სააგენტოს „ჩერნომორენერგოში“ და დასძინეს, რომ ჰესის ავარიული გამორთვა მოხდა წყლის კრიტიკულად დაბალი დონისა და არასაკმარისი შემოდინების გამო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დეტალების გარკვევას „ენგურჰესის“ ხელმძღვანელობასთან ცდილობს. ინფორმაციას მათი მხრიდან პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.ცნობისთვის: აფხაზეთში დენის გათიშვის გრაფიკი გაიზარდა. ახალი გრაფიკით, მოსახლეობას დენი დღის განმავლობაში მხოლოდ 4 საათისა 40 წუთით მიეწოდება, ხოლო 21:00-იდან დილის 07:00 საათამდე მიწოდებაზე შეზღუდვა არ იმოქმედებს. ამასთან, ენერგოკრიზის გამო 10 დეკემბრიდან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ერთი კვირით შეჩერდა.

“ცხვირი გამიტეხეს, მთელი გზა მცემდნენ და მაგინებდნენ” – აქციაზე დაკავებული სპეცრაზმის ძალადობაზე საუბრობს

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.8373 ლარად ივაჭრება