ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხი განიხილა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხი განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

Politico-ს ცნობით, სატელეფონო საუბარში, რომელიც 25 წუთს გაგრძელდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ „მჭიდრო კონტაქტს“ შეინარჩუნებენ.

ემანუელ მაკრონის გარდა ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც დონალდ ტრამპს გამარჯვება სატელეფონო ზარის მეშვეობით მიულოცეს იტალიისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები, ჯორჯია მელონი და კირ სტარმერი იყვნენ.

იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა და რომსა და ვაშინგტონს შორის ისტორიული მეგობრობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, კირ სტარმერმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში რეგიონული დაძაბულობის გაზრდის ფონზე ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

როგორ რეაგირებენ საფონდო ბირჟები ტრამპის გამარჯვებაზე

დონალდ ტრამპმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების რუსეთში გაგზავნის საკითხი და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს