დონალდ ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

კერძოდ, განკარგულების თანახმად, 25-პროცენტიანი ტარიფები დაწესდა კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე და 10-პროცენტიანი ტარიფები ჩინეთიდან შესულ პროდუქციაზე.

ამასთან, კანადიდან ენერგორესურსების იმპორტზე იმოქმედებს 10-პროცენტიანი ტარიფი.

თეთრი სახლის განცხადებით, „ეს ტარიფები აუცილებელია, რათა ჩინეთი, მექსიკა და კანადა ანგარიშვალდებულნი გახადონ მათ დაპირებებზე, შეაჩერონ მომწამვლელი ნარკოტიკის ნაკადი აშშ-ში“.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელა თანახმაა, აშშ-ში არალეგალურად მყოფი ვენესუელელი მიგრანტები უკან მიიღოს და მათი ტრანსპორტირება უზრუნველყოს

ირაკლი ფავლენიშვილი – ამ ქვეყანაში პრობლემა არ გახლავთ კონკრეტული ადამიანების განცხადებები პროტესტის ფორმების შესახებ, ეს მეორეხარისხოვანია, პრიორიტეტული და მთავარი არის რეპრესიული პოლიტიკა