დონალდ ტრამპი – ჯეი დი ვენსს ჩემს მემკვიდრედ არ განვიხილავ

ჯეი დი ვენსს ჩემს მემკვიდრედ არ განვიხილავ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს 2028 წელს „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატად, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „არა, მაგრამ ის ნიჭიერია“.

„ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს. ის არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს. ჯერ ადრეა. ახლახან დავიწყეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის თქმით, მისმა ადმინისტრაციამ ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა.

„ბევრი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის ისტორიაში ეს საუკეთესო დასაწყისია. ძალიან ბევრი რამ ძალიან სწრაფად გავაკეთეთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ვაკისა და საბურთალოს ტერიტორიაზე ყველა აბონენტის გაზმომარაგება დღეს, დღის ბოლომდე დასრულდება – “თბილისი ენერჯი” მორიგ განცხადებას ავრცელებს

იქნება თუ არა “კვარა” “ბრესტთან” სასტარტოში – რა დაიწერა პრესაში და რა ითქვა პრესკონფერენციაზე?