დენის შმიგალი – დარწმუნებული ვარ, აშშ-ს, როგორც მსოფლიო ლიდერის და ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორის მხარდაჭერა გაგრძელდება

დარწმუნებული ვარ, აშშ-ს მხარდაჭერა გაგრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

“დღეს, უკრაინას აშშ-თან ურთიერთობის გაგრძელება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ს, როგორც მსოფლიო ლიდერის, ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორის მხარდაჭერა, რომელიც სამი წლის განმავლობაში გვეხმარება, გაგრძელდება. დღეს უკრაინაში ეს მხარდაჭერა არის და გრძელდება”, – განაცხადა დენის შმიგალმა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება დააპაუზა და აღნიშნა, რომ უკრაინა აშშ-თან მუშაობას შესაბამისი დიპლომატიური არხებით გააგრძელებს.

“აშშ ჩვენი სტრატეგიული და უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია. აშშ-ს მადლობელი ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იმ დონეზე გაგრძელდეს, როგორც ეს აქამდე იყო, დიპლომატიურად და მშვიდად. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და კონგრესთან კონტაქტები ყოველდღე არის. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში მშვიდობას ერთად მივაღწევთ”, – აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

დიმიტრი პესკოვი უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე – თუ ეს სიმართლეა, ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, კიევის რეჟიმს სამშვიდობო პროცესისკენ უბიძგოს

გია ვოლსკი – ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა ყველამ და ნებისმიერ დროს მზად ვართ – „ძლიერი საქართველო“ თუ „საშუალოდ ძლიერი საქართველო“ – ეს ბედოვლათების გუნდი ამას იმიტომ ითხოვს, რომ მისმა მედიასაშუალებამ ასეთი სულელური შეკითხვა დასვას