გადამწვარი სახლები, ავტომობილები და ევაკუირებული ათასობით ადამიანი – აშშ-ში ხანძარი მძვინვარებს

აშშ-ში, სამხრეთ კალიფორნიაში ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლი ისეთი მასშტაბურია, რომ 24 საათზე ნაკლებ დროში 14,500 ჰექტარი გაანადგურა. ინფორმაციას abcnews– ი ავრცელებს.

ხანძარი მთიან მასივში უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის შედეგად გაჩნდა, რომელიც უკვე დასახლებულ პუნქტებსაც მოედო. დამწვარია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები, რეგიონიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ის უკონტროლოა და ამ ეტაპისთვის, მეხანძრე-მაშველებს მისი არც ერთი კერის ლოკალიზება არ შეუძლიათ, თუმცა სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამინდის ეროვნულმა ბიურომ, ვენტურასა და ლოს-ანჯელესის ოლქში განგაშის წითელი სიგნალი აამოქმედა, რომელიც ძალაში, სულ მცირე, პარასკევის დილამდე დარჩება.

ჯო ბაიდენი – არ შეიძლება ქვეყანა მხოლოდ, მაშინ გიყვარდეს, როდესაც იგებ, მეზობელი გიყვარდეს, მაშინ, როდესაც ეთანხმები – მიუხედავად იმისა, თუ ვის მიეცით ხმა, ერთმანეთს შეხედეთ არა ისე, როგორც მოწინააღმდეგეებს, არამედ როგორც ამერიკელებს

რომან კაკულია – საზოგადოება ასე რომ გახლეჩილიყო, ეს იყო დიდი პროექტი, სპეციალურად მუშაობდნენ ძალები და რომ გვგონია, ტერიტორიის მარტო 20% დავკარგეთ, ამ დროს 60% დავკარგთ ადამიანების ცნობიერების