აქციის მონაწილეები მსვლელობით სადგურის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან

სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით წერეთლის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან.

აქციის მონაწილეებს წინ პოლიტიკური პარტიები ლიდერები მიუძღვებიან.

მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ და შემხვედრ მოქალაქეებს მსვლელობაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეებმა მოახერხეს წერეთლის გამზირის ნაწილის გადაკეტვა და საპირისპირო მხრიდან მომავალ ავტომობილთა მოძრაობას აფერხებენ.

წესრიგის უზრუნველსაყოფად მსვლელობის მონაწილეებს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.

“მომიყვანეთ კვარაცხელია” – “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მთავარი მწვრთნელის პირველი მოთხოვნა ხელმძღვანელებს

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა – მას საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, ხოლო კამალა ჰარისს 226 ხმა